ყოფილი პოლიტპატიმარი მერაბ ქვარაია: საინტერესოა, როგორი იქნებოდა სააკაშვილის ემოცია იმ ციხეში, სადაც ათასობით ადამიანი გამოატარა დახშულ და უჰაერო საკნებში

Read Time:41 Second

საინტერესოა, როგორი იქნებოდა სააკაშვილის ემოცია იმ ციხეში, სადაც ათასობით ადამიანი გამოატარა დახშულ და უჰაერო საკნებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ქვარამიამ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ბევრ დაწესებულებაში ვარ ნამყოფი, ვიცი პენიტენციური სისტემის სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს ნორმალურ საკანში, ნორმალურ პირობებში უწევს ცხოვრება. საინტერესოა, როგორი იქნებოდა სააკაშვილის ემოცია მისსავე ციხეში რომ მოხვედრილიყო, იმ ციხეში, სადაც ათასობით ადამიანი გამოატარა დახშულ საკნებში, უჰაერო სივრცეებში, ბინძურ გარემოში.

მე ვიყავი ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისთანაც სააკაშვილი თავისი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, მთავაზობდა ვყოფილიყავი მისი პარტიის ლიდერი სამეგრელოში, რაც ბუნებრივია მეჩვენებოდა (და სწორიც ვიყავი ) აბსურდულად. სულ ცოტა დრო დასჭირდა მას, რომ ეს მოლაპარაკებები 22-წლიანი სასჯელით შეეცვალა, რომელიც მისმა იმ დროინდელმა პროკურატურამ შემომთავაზა და რომლითაც გამისტუმრა საპყრობილეში. ჩემსავით იყო ათასობით ადამიანი საქართველოში, რომელსაც საშინელი უსამართლობის განცდა ჰქონდა“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: რაც ახასიათებდა ჩვენს არჩევნებს, ისეთი ქვეყნებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომლებსაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ცხოვრების უფრო დიდი ისტორია აქვთ
Next post ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ