ირაკლი კობახიძე: დარწმუნებულები ვართ, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მეორე ტურს მოვიგებთ

Read Time:30 Second

არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულად შეიძლება არ ჰქონდეს უმრავლესობა, თუმცა ესეც არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და მისი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელება უზრუნველყოფილი იქნება.

„არის რამდენიმე ასეთი საკრებულო, თუ არ ვცდები 3 ამ ეტაპზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება არ ჰქონდეს ერთპარტიული უმრავლესობა, თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა თანამაშრომლობა შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან იმისთვის, რომ შევთანხმდეთ ერთობლივ მუშაობაზე საკრებულოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია დარწმუნებულია, მეორე ტურში 20-ვე მუნიციპალიტეში მათი კანდიდატები გაიმარჯვებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: 47-პროცენტიანი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან
Next post დავით ზალკალიანი: რაც ახასიათებდა ჩვენს არჩევნებს, ისეთი ქვეყნებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომლებსაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ცხოვრების უფრო დიდი ისტორია აქვთ