დაბნელების დროს, მთვარეს მეტეორიტი დაეცა [ვიდეო]

Read Time:56 Second

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობამ „სუპერ სისხლისფერი მთვარის“ დაბნელება იხილა. თავად ეს ფაქტი საკმაოდ ამაღელვებლად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა და დაბნელების მაყურებლებმა შენიშნეს, როგორ დაეცა დაბნელებული მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ნამსხვრევი, სავარაუდოდ მეტეორიტი.

მსგავს სცენას ასტრონომები წლებია ელოდნენ, მაგრამ ამ დრომდე მისი დაფიქსირება ვერ ხერხდებოდა.

21 იანვარს, ესპანეთის უელვას უნივესიტეტის მკვლევარმა მარია მადიედომ უნიკალური შანსი ხელიდან არ გაუშვა. უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, მთვარის დაბნელებას ის ოთხის ნაცვლად რვა ტელესკოპით აკვირდებოდა.

„მჯეროდა, რომ ამჯერად ეს მოხდებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი წინათგრძნობა გამართლდა“, — უთხრა მან New Scientist-ს.

პროცესი მან კამერით გადაიღო, თუმცა მსოფლიოსთვის ამ ამბის ცნობა მაინც სხვებმა დაასწრეს.

იმის გამო, რომ მეტეორიტის დაცემა მთვარის ზედაპირის შედარებით ბნელ რეგიონში მოხდა, კაშკაშა ნათება სხვა დამკვირვებლებმაც შენიშნეს, რასაც Reddit-ზეც წერდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ფაქტის დადასტურება მადიედოს მიერ.

გრიფიტის ობსერვატორიის ვიდეოში კარგად ჩანს წამიერი, კაშკაშა ნათება მთვარის მარცხენა ქვედა კუთხეში.

მიუხედავად იმისა, რომ დარტყმის შედეგად საკმაოდ კაშკაშა ნათება წარმოიქმნა, თავად ნამსხვრევი არც თუ ისე დიდი უნდა ყოფილიყო. მარია მადიედოს პირველადი შეფასებით, მთვარის ზედაპირს უნდა დასცემოდა ფეხბურთის ბურთის ზომის 2-კილოგრამიანი კოსმოსური ნამსხვრევი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ‘ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს’ – იტალიაში ქართველი ხელოვანი ქალი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა
Next post გიგი უგულავა – დღევანდელი გადმოსახედიდან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას არ მივიღებდი