გური სულთანიშვილი: ბუბა იყო ნაცების პირველი ნომერი, მაგრამ არავის აღუნიშნავს მისი პოლიტიკური შეხედულება. ამის საპირწონედ, რეზო ამაშუკელი ნაცლიბერალებმა გამოკვეთილად ლანძღეს და თუ სამძიმარს გამოუცხადებდი, მაგაზეც გამუნათებდნენ

Read Time:1 Minute, 2 Second

არავის არ აღუნიშნავს ბუბას პოლიტიკური შეხედულება და წერს და ამბობს მხოლოდ კარგს, ამის საპირწონედ, რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა 1 წლის წინ. მახსოვს პირიქითა ბაბლმა, ანუ ნაც ლიბერალებმა გამოკვეთილად ლანძღეს, „ძაღლი მიაკვდა სულში“ და მრავალი ასეთი საზიზღრობა. მეტიც, თავისი ბაბლი დააშინეს, თუ სამძიმარს გამოუცხადებდი, ან მწუხარებას გამოხატავდი, მაგაზეც გაბულინგებდნენ და გამუნათებდნენ, – ამის შესახებ ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სულთანიშვილი აღნიშნავს, რომ ესაა კონცეპტუალური სხვაობა „ნაცსა“ და „ქოცს“ შორის, ადამიანურ პოლიტიკასა და სექტანტურ პოლიტიკას შორის.

„ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა და ვუსამძიმრებ მთლიან საქართველოს, იმიტომ რომ ბუბა იყო იკონური წარმომადგენელი ქართული კულტურის. აქვე, ერთი საინტერესო დაკვირვება მინდა შემოგთავაზოთ. ბუბა იყო „ნაცების“ პირველი ნომერი, მაგრამ უკლებლივ ყველა „ქოცი“, იქნება ეს თანამდებობის პირი, თუ უშუალოდ ამომრჩეველი, აბსოლუტურად არავის არ აღუნიშნავს ბუბას პოლიტიკური შეხედულება და წერს და ამბობს მხოლოდ კარგს, უსამძიმრებს და განიცდის.

ამის საპირწონედ, რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა 1 წლის წინ. მახსოვს პირიქითა ბაბლმა, ანუ „ნაცლიბერალებმა“ გამოკვეთილად ლანძღეს, „ძაღლი მიაკვდა სულში“ და მრავალი ასეთი საზიზღრობა. მეტიც, თავისი ბაბლი დააშინეს, თუ სამძიმარს გამოუცხადებდი, ან მწუხარებას გამოხატავდი, მაგაზეც გაბულინგებდნენ და გამუნათებდნენ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონი რეზო იყო გამოკვეთილად ანტინაცი, ანტილიბერალი და ამავე დროს უნიჭიერესი პოეტი, მე ვიტყოდი უდიდესიც..

მე მგონია, ესაა ის კულტურული ლოგიკა, რაც განასხვავებს „ნაცს“ და „ქოცს“. ესაა კონცეპტუალური სხვაობა „ნაცსა“ და „ქოცს“ შორის, ადამიანურ პოლიტიკასა და სექტანტურ პოლიტიკას შორის..“- წერს სულთანიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი: თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, დაცული, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა
Next post გელათის მონასტრის წინამძღვარი, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს, დამწვრობა მიიღო, კლინიკაშია გადაყვანილი