გიორგი კახიანი: თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, დაცული, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა

Read Time:33 Second

თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი „ხალხის ძალის“ მორიგი განცხადებაზე გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მიხეილ სააკაშვილი პატრონებს ემუქრება“.

„თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფო ხელისუფლება და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. თუმცა, როგორც ჩანს, არის ძალები, რომელთა ინტერესშიც ეს არ შედის, რადგან შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია, არეულობა და ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ, თუკი ასეთი რისკები არსებობს, სახელმწიფო თავის სიმაღლეზეა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რაიმე მსგავსი არ მოხდეს“, – განაცხადა კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – მიხეილ სააკაშვილს დღეში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს, ამ ფონზე ვერავინ აიღებს გარანტიას, რომ რომელიმე მათგანი საფრთხის ქვეშ არ დააყენებს მის უსაფრთხოებას
Next post გური სულთანიშვილი: ბუბა იყო ნაცების პირველი ნომერი, მაგრამ არავის აღუნიშნავს მისი პოლიტიკური შეხედულება. ამის საპირწონედ, რეზო ამაშუკელი ნაცლიბერალებმა გამოკვეთილად ლანძღეს და თუ სამძიმარს გამოუცხადებდი, მაგაზეც გამუნათებდნენ