გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ

Read Time:1 Minute, 46 Second

როდესაც საქმე ეხება ივანიშვილს, იქ ყოველთვის გვაქვს ორი მოცემულობა – პირველი, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მეორე მოცემულობაში ყველაფერი რასაც ბიძინა აკეთებს, ცუდია და მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ,- საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ,,ბლოგს“ აქვეყნებს, სადაც საუბრობს თუ როგორ არ მოეწონა ქართულ ოპოზიციურ მედიას ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე. ნიკოლაშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის ,,კრიტიკულ“ წერილს ეხმიანება, რომელიც ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მიუძღვნა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დემონიზაცია პოლიტიკური ბრძოლის გზა გახდა – მის პენსიას ეწოდა მოსყიდვა, ჯიღაურას და ბლექსის მრავალასმილიონიანი პროექტების სახელმწიფოზე ჩუქებას – შეტენვა, 12 ათასი სახლის გადახურვის პროგრამას – რაჭის ხე-ტყის გაჩეხვა და ასე შემდეგ. საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ოპერის გარემონტების ამბავსაც იხსენებს და ამბობს, რომ ადამიანს, რომელმაც 40 მილიონი დახარჯა ოპერის გარემონტებაში და ბრალს სდებენ, ბილეთები რატომ არ გაყიდაო, ეს ძალადობა საღ აზრზე ამ მედიას უფრო ამხელს, ვიდრე თავდასმხის ობიექტს. ,,რას ედავება საბოლოო ჯამში „მამხილებელი“ სტატიის ავტორი „ტელეგრაფს“? რა ნახა ტყუილი? ხომ გადარიცხა 100 მილიონი? ხომ ებრძვის საქართველო წარმატებით კორონავირუსს? ხომ აღმოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური? გამონაკლისია საქართველო ამ ომში? ყველა ქვეყანაში, სადაც შედგა ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ხელისუფლების კოლაბორაცია, მძიმე შედეგები თავიდან აიცილეს. სადაც არა, იქ ვითარება გართულდა. ამაზეც ბევრი დაიწერა საერთაშორისო მედიაში. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ივანიშვილს, იქ ყოველთვის გვაქვს ორი მოცემულობა. პირველ მოცემულობაში ბიძინა ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მეორე მოცემულობაში ყველაფერი რასაც ბიძინა აკეთებს, ცუდია და მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ. სხვათა შორის, ეს ორი მოცემულობა სადღაც გადაჯაჭვულიცაა, აფიშირების გარეშე მოქმედება ოპონენტებს კრიტიკის მეტ საფუძველს უჩენს. მე ვერ ვიხსენებ და არც წამიკითხავს ივანიშვილის რაიმე მოქმედების ერთიანი კონსესუსური ვერსია, მისი ალბათ ყველა მოქმედება ოპონენტების მიერ ნეგატიურადაა შეფასებული. ბიძინას დემონიზაცია გახდა პოლიტიკური ბრძოლის გზა. მის პენსიას ეწოდა მოსყიდვა, ჯიღაურას და ბლექსის მრავალასმილიონიანი პროექტების სახელმწიფოზე ჩუქებას – შეტენვა, 12 ათასი სახლის გადახურვის პროგრამას – რაჭის ხე-ტყის გაჩეხვა და ასე შემდეგ. ბიძინასგან წმინდანს ვერ გამოვძერწავთ, მაგრამ როდესაც ადამიანს, ვინც 40 მილიონი დახარჯა ოპერის გარემონტებაში და ბრალს სდებენ, ბილეთები რატომ არ გაყიდაო, ეს ძალადობა საღ აზრზე ამ მედიას უფრო ამხელს, ვიდრე თავდასმხის ობიექტს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური მედიამანქანას იერიში უკვე „ტელეგრაფზე“ მიაქვს, რომელმაც გაბედა და სიმართლე თქვა ივანიშვილზე
Next post გურამ ნიკოლაშვილი: საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, ენდიაის კვლევებისა არ იყოს