გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური მედიამანქანას იერიში უკვე „ტელეგრაფზე“ მიაქვს, რომელმაც გაბედა და სიმართლე თქვა ივანიშვილზე

Read Time:2 Minute, 6 Second

 გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ 1855 წლის ივნისში პოლკოვნიკმა არტურ სლაიმ ერთადერთი მიზნით დაარსა – ყოველდღიურად თავს დასხმოდა ბრიტანეთის არმიის მომავალ მთავარსარდალს პრინც ჯორჯს, კემბრიჯის ლორდს. საქართველოში, ბოლო 8 წელია, ოპოზიციური მედიამანქანაც ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის მაუწყებლობს და იერიში უკვე „ტელერაფზე“ მიაქვს, რომელმაც გაბედა და სიმართლე თქვა ივანიშვილზე,- საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბლოგს აქვეყნებს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის მიერ გამოქყვეყნებულ ,,კრიტიკულ“ წერილს ეხმიანება, რომელიც თავის მხრივ ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მიუძღვნა. ნიკოლაშვილი საუბრობს ამბავზე, თუ როგორ არ მოეწონა ქართულ ოპოზიციურ მედიას ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე და ვის დაავალეს “საპასუხო მხილების” დაწერა. მისი თქმით, სრულიად უაზრო კრიტიკის ავტორი, ჟურნალისტი თავად წუხს მანიპულირებად ჟურნალისტიკაზე და თავად არსად, არცერთ აბზაცში არ ცდილობს გადაამოწმოს ამბის სიმართლე. ,,2020 წლის 28 აპრილს, 15:41 საათზე, ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა გამოაქვეყნა კამილა ტომინის სტატია სათაურით “ქარხნის ყოფილი მუშა კოვიდ-19_ის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე გულუხვი დონორია”. სტატია გაშუქდა ქართულ მედიაში და სათანადო გამოხმაურებაც ჰპოვა. სავარაუდოდ სწორედ ეს გამოხმაურება არ ესიამოვნა შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმულ ქართულ ოპოზიციურ მედიას და სტატიის შესახებ კრიტიკული წერილი მოამზადა. წერილის ავტორი სოფიკო ვასაძეა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, კოდა-სთორის პროდიუსერი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. წერილის ორიგინალი ინგლისურენოვან რესურსებზე განთავსდა, ოღონდ ქართულ ენაზე. ალბათ შენიშნეთ, რომ ზემორე ტექსტის შესავალი ჰაიპერლინკებითაა დახუნძლული. ეს იმიტომ, რომ რომ კოდას კრიტიკული წერილი სწორედ ამგვარადაა დაწერილი. უამრავი ბმულით და იმის მტკიცე რწმენით, რომ გულმოდგინე მკითხველი აუცილებლად გადაამოწმებს მოხმობილ წყაროებს. წერილი იწყება ირონიული აქცენტით, რომ იქ სადაც ბილ გეითსი გაურკვეველი წარმოშობის ცხრილში მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებს, აბა თუ მიხვდებით რატომაა ბიძინა ივანიშვილი პირველ ადგილზე. ამის შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ შვიდასსამოცდაოთხ სიტყვიან მცდელობას ტელეგრაფის სტატია წარმოჩინდეს როგორც ცრუ, ფალსიფიცირებული და შეკვეთილი. წერილის ავტორი არსად, არცერთ აბზაცში არ ცდილობს გადაამოწმოს ამბის სიმართლე, თუ რა არის ტყუილი მოხმობილ სტატიაში. ამის სანაცვლოდ ის გვთავაზობს შემდეგი სტრუქტურით და ქვესათაურებით აგებულ ნარკვევს: “ინფოდემიის ახალი ამბები”, საიდანაც ვიგებთ რომ ტელეგრაფის სიის სათავეში ივანიშვილია წარმოდგენილი; “სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ”, სტატიაში მოცემულია ივანიშვილის ბიოგრაფიის ელემენტები, თუმცა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს არ მოსწონს, რომ სტატიაში გამოტოვებულია მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები. “რა უჯდება ქართულ ოცნებას რეპუტაციის შენახვა”, ამბავი მთავრობისა და ოცნების მიერ დაკონტრაქტებული ლობისტური კომპანიებისა. “ფართო სურათი”, აქ იხილავთ ფილანტროპების როლის ზოგად მიმოხილვასა და შეფასებას, ცხადია ნეგატიურს. “კარანტინი რუსეთის საავადმყოფოში”.. მოიცა, როგორ? რა კარანტინი რუსეთის საავადმყოფოში? რა შუაშია რუსეთის საავადმყოფო ბიძინას შესახებ პასკვილში? ა, ეს სხვა სტატიაა? და ერთ განუყოფელ ტექსტად რატომაა მოცემული? რაიმე ემოციური ბმა აქვს, სადაც ბიძინა, იქაც რუსეთი?! თუ ავტორისთვის რამ გაყო ეს ორი ცნება ერთმანეთისგან? და ეს ავტორი წუხს მანიპულაციურ ჟურნალისტიკაზე “,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი განიკურნა, სულ – 207
Next post გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ