გურამ მაჭარაშვილი: საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემა გახდა

Read Time:35 Second

ამ ჩანაწერებში ახალი არაფერი თქმულა, თუმცა საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება და აღიარება, რომ ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი გახდა პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამას ამბობს მოქმედი თავმჯდომარე და იმასაც ადასტურებს, რაც ასევე, საზოგადოებამ იცოდა, რომ თვითონ არ იყო მომხრე სააკაშვილის ჩამოსვლის საქართველოში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკის“ მიერ გაავრცელებულ ექსკლუზიურ მასალას, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.

„საერთოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა აღიარებით ჩვენებებზე. ის, რომ მაგალითად, უკვე მეორედ შემოვიდა პარლამენტში – აღიარა ლეგიტიმურობა ამ პარლამენტის, ის რომ რადიკალური მიშისტები არსებობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვარამიამ აღიარა საჯაროდ თავის გამოსვლაში და ახლა უკვე მაგათმა თავმჯდომარემ აღიარა, რომ ზოგადად პარტიისთვის გახდა პრობლემა პატიმარი სააკაშვილი და ყველა ის პროცესი, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: პიკი არ გადაგვიგორებია, მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია
Next post გიორგი ვოლსკი ნიკა მელიაზე: აცხადებდა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს, უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად