გიორგი ვოლსკი ნიკა მელიაზე: აცხადებდა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს, უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად

Read Time:34 Second

კატეგორიულად აცხადებდა, იგი, რომ იყოს სააკაშვილის ადგილზე, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ჩაუდგებოდა სათავეში ამ მოძრაობას. რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად, მაგალითად ვიდრე, ნაყოფიაა, – თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებებს.

„საერთოდ, „ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია – კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოსწონთ. სააკაშვილის შეკვეთა არის მთავარი და „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად იქცა სააკაშვილის ამ ფანტაზიების მძევლად, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება გათავისუფლებული საკნიდან. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემა გახდა
Next post ვლადიმერ ბოჟაძე: ყოჩაღ გვარამია, მასე გააგრძელე, ყველა ტყუილი და სიბინძურე ისევ თქვენ დაგაზიანებთ, კახა კალაძეს კი მხოლოდ გააძლიერებს