ამირან გამყრელიძე: პიკი არ გადაგვიგორებია, მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია

Read Time:29 Second

პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.

„ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებით, რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე ფეიკნიუსებზე: ჩემი პასუხი იქნება კონკრეტული გაკეთებული საქმეები
Next post გურამ მაჭარაშვილი: საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემა გახდა