გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო

Read Time:22 Second

თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში ხორციელდება და 2 წლის განმავლობაში 30 მდე მისამართის აღდგენას გულისხმობს.

სამუშაოებს ქალაქისმერი კახა კალაძე გაეცნო. რეაბილიტაციის პროგრამა 5 ეტაპს მოიცავს. 4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.

 

კახა კალაძის განცხადებით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია მომდევნო 4 წლის განმავლობაში პრიორიტეტული პროექტია და ქალაქის მერია ამისათვის 500 მილიონ ლარს გამოყოფს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გომბორის გზაზე ბენზინმზიდი აფეთქდა
Next post კვირიკაშვილი მიუნხენში ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა