კვირიკაშვილი მიუნხენში ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

Read Time:25 Second

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრ მარკ რუტეს შეხვდა. ინფორმაცია მთავრობის მეთაურის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. აღინიშნა ჰოლანდიელი ინვესტორებისა და ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი.

შეხვედრისას, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია 16 თებერვალს გაიხსნა და ხვალ, 18 თებერვალს დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო
Next post ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს წევრი გახდა