,, გოგონა აფხაზეთიდან” – “აქ იკარგება ჩემი მშობლების კვალი… დედაჩემს ჩემი თავი გადაუცია ამ აფხაზი გოგონასთვის”…

Read Time:4 Minute, 13 Second

წამიყვანდა.

 

დრო გადიოდა მე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი მომვლელი არ მაკლებდა ზრუნვას და ყურადღებას. მისთვის მეგის მოუყოლია მისი ისტორია თუ საიდან იყო და ვინ იყო. თვეში ერთხელ ჩემთანაც მოდიოდა მნახულობდა მოჰქონდა რაც შეეძლო. შემდეგ კი ესეც დაიკარგა. დრო გადიოდა მშობლები და მეგი არსად ჩანდა, ექვსი წლის სკოლაში შევედი. კარგი მოსწავლე ვიყავი. წარჩინებით დავამთავრე სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვთა სახლიდან წამოვედი. ყურადღებას მაქცევდა ჩემი გამზრდელი. დამეხმარა ბინა მაქირავებინა რამდენიმე გოგონასთან ერთად, შემდეგ სამედიცინოზე ჩავაბარე. თანვე მუშაობა დავიწყე კაფეში, თეფშებს ვრეცხავდი. დღე ვსწავლობდი,ღამით კი ვმუშაობდი. თავი გაჭივრებით გამქონდა მაგრამ არ ვიყავი ბედის უკმაყოფილო.

ინსტიტუტმა პრაქტიკებზე ერთ ერთ კერძო კლინიკაში გამიშვა. იქ მთავარ ექიმს მოვეწონე და ექთნად დამაწყებინა მუშაობა, კაფეში მუშაობას თავი დავანებე. სამედიცინო დავამთავრე და ერთ წელიწადში ექიმ “თერაპევტად” დავიწყე მუშაობა. მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი ბიჭი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და მალევე ვიქორწინეთ, პროფესიით იურისტია. მალე პატარაც გვეყოლადა დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ, ყოველთვის ვფიქრობდი, თუ სად გაქრა მეგი და სად გაუჩინარდნენ ჩემი მშობლები, მეუღლეს ვთხოვე მოეძია ინფორმაიცა ჩემ მშობლებზე, მაგრამ სამწუხაროდ, გვარი არ ვიცი ჩემი და გაჭირდა მათი მოძებნა.

ერთხელ ღამის ცვლაში ვიყავი სავადმყოფოში მორიგედ. ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს საავადმყოფოში. მის ასაკთან შედარებით ეტყობოდა რომ ცხოვრებისგან ბევრი ტკვილი ჰქონდა მიყენებული. მძინე მდოგომარეობაში იყო. არავინ ჰყავდა პატრონი, მომკითხავი, თურმე ქუჩაში მათხოვრობდა. რამდენიმე დღე დაჰყო სავადმყოფოში, რომ გამოჯანმრთელდა სახლში გაწერეს. როცა საბუთები გავუმზადე სახლში წასასვლელად და წამლების რეცეპტი მივეცი შემომჩვალა რომ სახლი არ ჰქონდა. მომიყვა მისი ცხოვრების მოკლე ისტორია, როგორ აღმოჩნდა ქუჩაში.

ქალბატონი მაგდა გათხოვილი ყოფილა, მძიმე მშობიარობა ჰქონია და ბავშვი გარდაცვლილა ამის შემდეგ შვილი არ გაუჩნდა. მეუღლეს საყვარელი გაუჩენია ბოლოს კი მიატოვა. მისმა მონაყოლმა გული მატკინა. წამითანც კი არ დავფიქრებულვარ და ჩემთან ცხოვრება შევთავაზე. ისიც მორიდებით დამთანხმდა. ჩავისვი მანქანაში და სახლში წამოვიყვანე. მე და ჩემი მეუღლე ბავშვთან ერთად ვცხოვრობდით. სახლში ერთი ადამიანის შემომატება ჩვენთვის არაფერი იყო პირიქით, ბედნიერად ვიგრძენით თავი ერთ გაჭივრებულს მაინც რომ დავეხმარეთ. მაგდა მალე სრულიად გამოჯანმრთელდა და ჩემთან სანიტრად დავაწყებინე მუშაობა.

გულჩათხრობილი ადამიანი არის, ცოტას საუბრობს და იშვიათად იცინის. მთელი ყურადღება ჩემ შვილზე აქვს გადატანილი, ამბობს რომ აგონებს ერთ პატარა ბავშვს, რომელიც წლების წინ დაკარგა. მე არასოდეს ჩავძიებივარ, თუ ვინ იყო ის პატარა. ერთ საღამოს, როდესაც ჩემ შვილს ეთამაშებოდა, მაგდამ მითხრა, ბავშვი მინდა მოვძებნო, რომელიც წლების წინ დამეკარგა და იქნებ შენი მეუღლე დამეხმაროს მის პოვნაშიო. დავპირდი, რომ მე და ჩემი მეუღლე დაკარგული ბავშვის მოძებნაში დავეხმარებოდით.

ერთ საღამოს ვახშამის შემდეგ მაგდამ მისი ისტორია გვიამბო:
—1993 წლის სექტემბერი იყო აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, მე მშობლები დამეკარგა არეულობაში და ამიტომ მეზობელ ქართევლ ოჯახთან ერთად დავტოვე აფხაზეთი, იმის იმედად რომ ჩემი მშობლები სადმე მაინც მომაგნებდნენ. ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოვიარეთ. იქ ვერტმფრენი დაფრინდა, რომელსაც ეს ხალხი გადაჰყავდა თბილისში, მე მოვახერხე ამ ვეტრფრენში ასვლა. იმ ოჯახმა კი ვერა, ამიტომ ბავშვი, რომელიც დედას ეკავა ხელში მე გადმომცა და მთხოვა გავფრთხილებოდი, თბილისში კი აუცილებლად მიპოვიდნენ. ცოლ-ქმარი მეორე ბავშვით იქ დარჩნენ. ამის შემდგე მოვხვდი ლტოლვილთა ბანაკში. არც ეს ცოლქმარი ჩანდა და არც ჩემი მშობლები. ბავშვს მარტო ვეღარ უვლიდი და ბავშვთა სახლში ჩავაბარე. სანამ შევძელი ვაკითხავდი. მერე ბიჭი გავიცანი ცოლად გავყევი და სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად. მას მოუყევი ამ ბავშვის შესახებ, მაგრამ არ მომცა უფლება რომ წამომეყვანა სახლში. მასთან დაშორების შემდგე მივაკითხე იმ ბავშვთა სახლში და ვერ ვიპოვე ის ქალი, ვისაც ბავშვი ჩავაბარე, საზღვარგარეთ წასულა. დღემდე მტკივა გული და არ ვპატიობ ჩემ თავს რომ ის ბავშვი ასე გავწირე. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი დავმალე არც თქვენთვის მითქვამს. მე წარმოშობით აფხაზი ვარ. აქ როდესაც ჩამოვედი დავმალე ჩემი ვინაობა და სხვა გვარით დავრეგისტრირდი ლტოლვილთა ბანაკში.

ყველას თავი გავაცანი როგორც ქართველი. მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა ეს ამბავი. ერთი, ვინც ლტოლვილთა ბანაკიდან წამიყვანა სახლში და მეორე ის, ვისაც ბავშვი ჩავაბარე. ნეტა არ მომეშორებინა გულიდან ის ანგელოზი და ჩემ გვერდით მყოლოდა, როგორც ვიცხოვრებდი ისე გაჭივრებით მეცხოვრა და ბავშვი ჩემ გვერდით მყოლოდა საბოლოოდ მაინც ქუჩაში გასვლა მომიწია.
-ჩვენ რატომ გაგვაცანი თავი მაგდად და არა მეგიდ? ჩვენთან ხომ საფრთხე არ გემუქრებოდა?
-თქვენთან არ მემუქრებოდა საფრთხე, მაგრამ სავადმყოფოში არ ვიცი როგორ მიიღებდნენ მერე კი გაჩუმება ვარჩიე, დროებით.

მეუღლემ ჩაინიშნა ყველა მონაცემი მისი ნამდვილი სახელი და გვარი მეგი ყოლბაია. დაპირდა, რომ აუცილებლად იპოვიდა იმ ბავშვს და მის მშობლებს. ეს ისტორია ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან და როგორ. ერთ საღამოს ჩემი მომვლელი სკაიპით რეკავს იტალიიდან. საუბრისას ვუთხარი, რომ მყავდა ახალი ოჯახის წევრი, რომლის გაცნობაც ისურვა, დაუძახე მეგის და აქ ხდება ის, რამაც ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. ჩემმა მომვლელმა იცნო მეგი, როგორც კი დაინახა. გამოკითხა ყველაფერი და მეგი აღმოჩნდა ის ადამიანი ვინც მე ბავშვთა სახლში მიმიყვანა და დამტოვა. გაოგნებული ვიჯექი და აზრზე ვერ მოვსულვარ კიდევ.

ჩემი გამზრდელი სიხარულისგან ტიროდა, მეგი და მე ერთმანეთს ვერ ვეკარებოდით შორი შორს ვიდექით და ისე ვტიროდით. მეგიმ წყალიო დაიძახა და იქვე ჩაიკეცა, მისი გონზე მოყვანა მხოლოდ სასწრაფოს გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი. გონსმოსულ მეგის თვალებიდან ცრემლები უნებურად მოსდიოდა ჩემ პატარას იხუტებდა და ამბობდა: სწორედ შენსავით პატარა იყო ჩემი გოგო რომ მივატოვე იმედია ოდესმე შეძლბს და მაპატიებსო. მე მის წინ დავიმუხლე ხელები დაუკოცნე და ვთხოვე, რომ ეს არასოდეს ეთქვა, მე მას ყველაფერი ვაპატიე, ან რა ჰქონდა საპატიებელი, მან მე სიცოცხლე მაჩუქა.

 

დღეს მეგის მე დედას ვეძახი. ჩემმა მეუღლემ გაარკვია რომ მამაჩემი სიცივისგან გაყინულა გზაში, დედა და ჩემი ძმა მოსკოვში წასულან ნათესავებს წაუყვანიათ. ისინი მალე ჩამოვლენ ჩემთან. მეგის მშობლების კვალს კი ვერსად მივაგენით მაგრამ ყველაფერს გავაკეთბთ იმისთვის რომ აფხაზეთში წავიდეთ ყველა ერთად.
დღეს მეგის დაბადების დღეა მინდა ის ტკივილი რაც ჩვენ გავიარეთ წარსულში დარჩეს და ერთად, ერთ ოჯახად ვიცხოვროთ ბედნიერად.
სოფო იაშვილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მკვდრები ხმებს აძლევენ, ვაშაძის მხარდამჭერთა ნაწილი გარდაცვლილია – თაღლითური სქემა ხმებისთვის
Next post არჩევნებში გამარჯვებიდან 6 წლის თავზე მმართველი გუნდი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს