გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა ავტოფარეხში არ ველოდი

Read Time:31 Second

მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა გარაჟში არ ველოდი! რა დაგემართათ ამ ჰეგემონ ქვეყანას?, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე განაცხადა.

გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა.

„მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა გარაჟში არ ველოდი! რა დაგემართათ ამ ჰეგემონ ქვეყანას? რა ინვესტიცია გაქვთ ჩადებული ამ გარაჟში?! რა სჭირს დასაცავი, ან ვისგან იცავთ?! გაგვიმხილეთ, თუ პირადად არა ღია წყაროებიდან მაინც, ანდა საპარლამენტო გარაჟდამცავი კომისია შექმენით!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა, ამის შემდეგ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, ჩაერთვებიან ომში და გაწირავენ ამ ქვეყანას სხვისი ინტერესებისათვის
Next post ხათუნა ხოფერია ხვალინდელ აქციაზე: ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე