ხათუნა ხოფერია ხვალინდელ აქციაზე: ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე

Read Time:33 Second

ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე. არის სერიოზული ძალდატანება ხელისუფლებაზეც და რაც მთავარია, ამას ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ხალხზე აპელირებით. ქართველი ხალხი ძალიან ბევრი ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. არის ღირებულებები, რომელსაც უბრალოდ, არ დავთმობთ“, – განაცხადა ხოფერიამ.

„მოვდივარ“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა ავტოფარეხში არ ველოდი
Next post გივი მიქანაძე: საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობითა და რეფორმებით, პროგრეს მიაღწია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქმება