მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა, ამის შემდეგ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, ჩაერთვებიან ომში და გაწირავენ ამ ქვეყანას სხვისი ინტერესებისათვის

Read Time:38 Second

რადიკალური ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა და ქაოსი. ამის შემდეგ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრდება, ჩაერთვებიან ომში და გაწირავენ ამ ქვეყანას სხვისი ინტერესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ხალხის ინტერესების დასაცავად არის არჩეული ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა ვალდებულია, დაიცვას ხალხის ინტერესი – არ იყოს ომი და ქაოსი, ეს ქვეყანა არ გახდეს პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ – ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა, ამ გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით აუცილებლად“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს მზად და იყოს სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, თითქოს საქართველო მხარს არ უჭერდა უკრაინელ ბავშვებს, არის წმინდა წყლის მანიპულაცია. კარგად იციან, რომ დელეგაცია იმ პერიოდში არ იმყოფებოდა ევროპის საბჭოში
Next post გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა ავტოფარეხში არ ველოდი