გოგ­ნის წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ტა­ძა­რი “კა­რუგ­დე­ბე­ლი”

Read Time:11 Minute, 0 Second

თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზი­დან სა­ლო­ცა­ვამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. გზა, რო­მელ­საც ტაძ­რამ­დე მიჰ­ყავ­ხარ, კე­თილ­მოწყო­ბი­ლია. ყო­ველ 6 მა­ისს და 23 ნო­ემ­ბერს ამ გზა­ზე მომ­ლოც­ველ­თა უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვი მი­ე­დი­ნე­ბა. 6 მა­ისს მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ­ში სათხოვ­ნე­ლად მი­დი­ან, 23 ნო­ემ­ბერს კი – მად­ლო­ბის სათ­ქ­მე­ლად.
ეს ად­გი­ლი არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ლო­ცა­ვი დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა. რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, სო­ფელ გოგ­ნ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლა და მი­ზე­ზი ვე­რა­ვის გა­უ­გია. სოფ­ლის ერთ მკვიდრს სიზ­მ­რად უნა­ხავს, თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი მდი­ნა­რე­ში ეძე­ბე­თო. მარ­თ­ლაც, მდი­ნა­რი­დან წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი ამო­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ და ურემ­ზე და­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ. ხა­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე ასუ­ლან და იქ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. სწო­რედ იმ ად­გილ­ზე საყ­და­რი აუგი­ათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­ცავს კა­რი რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კი­დეს, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სწო­რედ ამი­ტომ მას “კა­რუგ­დე­ბე­ლი” უწო­დეს.

23 ნო­ემ­ბერს თა­ვად გახ­ლ­დით გოგ­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მო­სა­ლო­ცად. მომ­ლოც­ვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­სა­წი­რად ბატ­კა­ნი ან მა­მა­ლი მიჰ­ყავ­და. ამ გზა­ზე, მოწყა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლიც ბლო­მად იყო და გამ­ცე­მიც.
თა­მარ მე­ფის 1188 წლით და­თა­რი­ღე­ბულ სი­გელ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია გოგ­ნის ცი­ხის­თა­ვი. 1778 წელს მე­ფე სო­ლო­მონ I-ის მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ დე­დო­ფალ­მა გოგ­ნ­ში ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია ააგო და და­ა­ფუძ­ნა მო­ნას­ტე­რი. სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, 3 კი­ლო­მეტ­რ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ბერ­ცი­ხის ნან­გ­რე­ვე­ბი.
ამ­ჟა­მად კი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი შენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ჩუ­ქურ­თ­მე­ბით უნი­კა­ლუ­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მა­მა­თა მო­ნას­ტერ­თან ბე­რე­ბის­თ­ვის შენ­დე­ბა კე­ლი­ე­ბიც.

მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღო­ლი, დე­კა­ნო­ზი იოანე რე­ვიშ­ვი­ლი:

– წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი VII სა­უ­კუ­ნე­ში აუშე­ნე­ბი­ათ. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა გე­ლა­თის მო­ნას­ტერს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. აქ არის ძვე­ლი მო­ნას­ტე­რი, რო­მელ­საც ნა­საყ­დ­რალს ეძა­ხი­ან და გან­დე­გი­ლი ბე­რე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­ლო­ცავ­ში წმინ­და გი­ორ­გის თა­ვის ქა­ლა იყო დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი. და­ვით ულუ­სა და და­ვით ნა­რი­ნის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­მო­ე­მა­ტა წმინ­და­ნის მენ­ჯის ძვა­ლი. აქ წირ­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღევ­ლი­ნე­ბო­და. მორ­წ­მუ­ნე­ებ­მა წი­ნაპ­რე­ბი­დან გად­მო­ცე­მით იცოდ­ნენ ტაძ­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ. აქ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს, დავ­რ­დო­მი­ლებს, და­სა­ო­ჯა­ხე­ბელ ახალ­გაზ­რ­დებს ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით. სა­ლო­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ძვე­ლი ურ­თხ­მე­ლია, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ესეც ამ სა­ლო­ცა­ვის სიძ­ვე­ლე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. იშ­ვი­ა­თია, ურ­თხ­მე­ლის ტყე ასე­თი სა­ხით სად­მე იყოს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ურ­თხ­მე­ლის მა­სა­ლა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ვერ ეხე­ბოდ­ნენ.

– ტა­ძარს “კა­რუგ­დე­ბე­ლი” რო­გორ და­ერ­ქ­ვა?

– სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა მო­ინ­დო­მეს, ტაძ­რის­თ­ვის კა­რი და­ე­კი­დათ, წვი­მის დროს ტა­ძარ­ში პი­რუტყ­ვი თავ­შე­სა­ფა­რებ­ლად რომ არ შე­სუ­ლი­ყო. კა­რი შე­ა­ბეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცოდ­ნენ მას “კა­რუგ­დე­ბელს” უწო­დებ­დ­ნენ. ერ­თხელ და­კი­დეს, ჩა­მო­ვარ­და, შემ­დეგ იგი­ვე გა­მე­ორ­და. და­უ­და­რაჯ­დ­ნენ, იქ­ნებ კარს ვინ­მე აგ­დებ­სო, დაღ­ლი­ლებს წა­მი­ე­რად წას­თ­ვ­ლი­მათ. უეც­რად, ხმა გა­ი­გო­ნეს, და­ი­ნა­ხეს საყ­დარს კა­რი ჩა­მო­ვარ­დ­ნო­და, გარ­შე­მო ყველ­გან და­ი­ა­რეს და უცხო ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ღა­მოს ლოც­ვის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ე­ბი იკე­ტე­ბა. ამ სა­ლო­ცავ­ში ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ დროს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვი­დეს, წმინ­და გი­ორ­გის შეს­თხო­ვოს მო­ი­ლო­ცოს და გუ­ლი მო­ი­ო­ხოს. “კა­რუგ­დე­ბე­ლის” და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეს არის.

– სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სხვა ტა­ძა­რი თუ არ­სე­ბობს, რო­მელ­საც კა­რი არა აქვს?

– რო­გორც ვი­ცი, არ არ­სე­ბობს. ეპარ­ქი­ა­ში გვაქვს 9-კა­რი­ა­ნი მაცხოვ­რის ტა­ძა­რი. ეს არის გო­დო­გან­ში. ერ­თი 9-კა­რი­ა­ნი ტა­ძა­რი აქ არის და მე­ო­რე – ტაო-კლარ­ჯეთ­შია. თბი­ლის­ში ერთ-ერთ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი ქვე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხალ­ხი ლო­ცუ­ლობ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ვა­რა­უ­დი, რომ ბაგ­რა­ტის ტაძ­რი­დან იყო ის ქვე­ბი წა­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ი­და­ნაა.

– რო­მელ ქვებს გუ­ლის­ხ­მობთ?

– ძვე­ლი ტა­ძა­რი რომ და­ინ­გ­რა, მი­სი ქვე­ბი დარ­ჩა და მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი მას­ზე ლო­ცუ­ლობ­დ­ნენ.

– სა­ლო­ცა­ვის სა­ხუ­რავ­ზე მამ­ლე­ბის შეს­მა, ხე­ებ­ზე ფე­რა­დი ლენ­ტე­ბის შებ­მის ტრა­დი­ცია რო­დი­დან დამ­კ­ვიდ­რ­და?

– ეს მა­ინც წარ­მარ­თუ­ლია. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ამ მხრივ სრუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა იყო. თა­ვა­დაც ხე­დავთ, აქ­ვე ახალ ტა­ძარს ვა­შე­ნებთ, რო­მე­ლიც წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის იქ­ნე­ბა. მას­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ჩუ­ქურ­თ­მე­ბია, რო­გო­რიც ბა­რა­კონ­სა და ნი­კორ­წ­მინ­და­ში. ეს ორი ტა­ძა­რი ჩუ­ქურ­თ­მე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია. გარ­და ამი­სა, ამ მო­ნას­ტ­რის კედ­ლებ­ზე ყვე­ლა ის ქარ­თუ­ლი ჩუ­ქურ­თ­მა იქ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც მო­ვი­ძი­ეთ. ტა­ძა­რი ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­ზე მა­ღა­ლი გა­მო­დის. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის 9 მეტ­რი მი­წა­შია, სა­დაც სა­ბარ­ძი­მე ღვი­ნო­ე­ბის მარ­ნის მოწყო­ბას ვგეგ­მავთ. ტა­ძა­რი უმე­ტე­სად შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით შენ­დე­ბა. მთავ­რო­ბაც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი, ტაძ­რამ­დე მო­სას­ვ­ლე­ლი გზა გაგ­ვი­კე­თეს.
ალექ­სან­დ­რე სვინ­ტ­რა­ძე სო­ფელ ჭოგ­ნა­რი­და­ნაა, 7-კა­ცი­ა­ნი ჯგუფ­თან და 8 მო­ჩუ­ქურ­თ­მეს­თან ერ­თად ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს.
– ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში გოგ­ნი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია IV სა­უ­კუ­ნი­დან. გად­მო­ცე­მის თა­ნა­ხ­მად, ამ სო­ფელ­ში 2 000 მებ­რ­ძო­ლი ბე­რი ცხოვ­რობ­და და 4 სა­ლო­ცა­ვი და ცი­ხე იყო. დღეს ზო­გი­ერ­თის მხო­ლოდ ნან­გ­რე­ვე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ამ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ბე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, მე­ფე სო­ლო­მონ­მა ხრე­სი­ლის ომი რომ მო­ი­გო. გოგ­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავს დი­დი ძა­ლა აქვს მსწრაფ­ლ­შემ­ს­მე­ნე­ლია. უმე­ტე­სად, დავ­რ­დო­მი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ის ახალ­გ­აზრ­დე­ბი მო­დი­ან, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი არ ჰყავთ. წმინ­და გი­ორ­გი სათხო­ვარს ბევრს უს­რუ­ლებს. მოხ­და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვაც, კა­ცი ყა­ვარ­ჯ­ნე­ბით ამო­ვი­და, ილო­ცა და უკან ხელ­ჯო­ხით გაბ­რუნ­და. ტა­ძარს ბევ­რი მორ­წ­მუ­ნე ცხვარ­სა და მა­მალს სწი­რავს, რომ­ლე­ბიც სა­ლო­ცა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ისე და­დი­ან, ნა­დი­რიც კი არ ჭამს. ამ დროს, სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებს პი­რუტყ­ვი ღა­მე გა­რეთ რომ დარ­ჩეს, დი­ლით ნა­დი­რის­გან დაგ­ლე­ჯი­ლი დახ­ვ­დე­ბა. სა­ლო­ცა­ვის გვერ­დით დი­დი ჯვა­რია აღ­მარ­თუ­ლი. იმ ჯვრის ძირ­ში რამ­დე­ნი­მე ქვაა. სო­ფელ­ში ერ­თი დავ­რ­დო­მი­ლი ბი­ჭი ცხოვ­რობ­და, გვა­რად რო­ბა­ქი­ძე იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ და­დი­ო­და. მას წმინ­და გი­ორ­გი გა­მო­ეცხა­და და უთხ­რა, ამ ად­გილ­ზე ტა­ძა­რი უნ­და აიგო­სო. პირ­ვე­ლი ლო­დი თა­ვად ამ დავ­რ­დო­მილ­მა ბიჭ­მა ამო­ი­ტა­ნა. მან გავ­ლა შეძ­ლო.

– მშე­ნე­ბა­რე ტაძ­რის შე­სა­ხებ რას გვეტყ­ვით?

– პატ­რი­არ­ქის მოთხოვ­ნით, ამ ტა­ძარ­ზე ყვე­ლა ჩუ­ქურ­თ­მა VIII სა­უ­კუ­ნემ­დე პე­რი­ო­დი­საა. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ზუ­რაბ ბუცხ­რი­კი­ძე (თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. ჩუ­ქურ­თ­მე­ბის ზო­გი­ერ­თი ნი­მუ­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლია ოშ­კი­დან და საზღ­ვ­რებს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტ­რე­ბი­დან. გუმ­ბათ­ში თა­მა­რის ჯვა­რია გა­მო­სა­ხუ­ლი. გა­რე ფა­სად­ზე გა­მო­ი­სა­ხე­ბა ყვე­ლა წმინ­და ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე და ყვე­ლა წმინ­და ან­გე­ლო­ზი. ში­და კე­დელ­ზე წმინ­და გი­ორ­გის ბორ­ბალ­ზე გაკ­ვ­რი­სა და წა­მე­ბის სცე­ნა იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლი. ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვინც ვმუ­შა­ობთ, უმე­ტე­სო­ბა ერ­თი სოფ­ლი­დან, ჭოგ­ნა­რი­დან ვართ. ერთ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით, ერ­თი ასა­კი­სა­ნი ვართ. ზო­გი­ერ­თის­თ­ვის ეს მე­სა­მე ტა­ძა­რია, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს, ზო­გი­ერ­თის­თ­ვის – მე­ოთხე. ჩვენ­თა­ნაა მო­ჩუ­ქურ­თ­მე, გია ბა­სი­ლა­ძე. მას დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, სვე­ტიცხოვ­ლის სამ­რეკ­ლო მი­სი აგე­ბუ­ლია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკელმა დოღში 18 დოლარით 1,2 მილიონი დოლარი მოიგო
Next post ადგილები საქართველოში, რომელთა ნახვაც უცხოელებს ყველაზე მეტად სურთ