გიული ალასანია-„მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი კი სასიკვდილოა“

Read Time:30 Second

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, ძალიან ხშირად ახველებს, მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი კი სასიკვდილოა“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიამ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესები დროში იწელება.

მისი თქმით, სააკაშვილს სასიკვდილო დიაგნოზები აქვს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, ძალიან ხშირად ახველებს, მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი კი სასიკვდილოა. რაც შეეხება იმ გამომძიებელს, სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს?! სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ჩამონათვალი აქვს – რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი“, – აცხადებს გიული ალასანია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – ჩვენ გვესმის მოარული, სპეკულაციური აზრები, რომ ადგილი აქვს მოწამვლას, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ექსპერტიზის კვლევაზე, ეს საკმაოდ ცუდ ეჭვებს შეიძლება, აღძრავდეს
Next post სოფო ჯაფარიძე-„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“