მიხეილ სარჯველაძე – ჩვენ გვესმის მოარული, სპეკულაციური აზრები, რომ ადგილი აქვს მოწამვლას, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ექსპერტიზის კვლევაზე, ეს საკმაოდ ცუდ ეჭვებს შეიძლება, აღძრავდეს

Read Time:36 Second

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარებაზე მიხეილ სააკაშვილის უარი, შეიძლება, საკმაოდ ცუდ ეჭვებს აღძრავდეს.

მისი თქმით, ეს ეჭვები საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება.

„პირდაპირ ვიტყვი, უბრალოდ, ალოგიკურს ხდის მთლიანად პოზიციას, რომელიც უკავია ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ან მის მომხრეებს. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმის მოარული, სპეკულაციური აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი აქვს მოწამვლას და შემდეგ პირი, რომელიც ასეთ ბრალდებებს აყენებს, უარს აცხადებს ნიმუშების გაცემაზე, ექსპერტიზის კვლევაზე და ჭეშმარიტების დადგენაზე, ადგილი ჰქონდა თუ არ ჰქონდა ასეთ ფაქტს. ეს, ბუნებრივია, შეიძლება, საკმაოდ ცუდ ეჭვებს აღძრავდეს. საზოგადოებას ეს ეჭვები, მე ვეტყვი თუ არ ვეტყვი, ამისგან დამოუკიდებლად, ბუნებრივად უჩნდება, ამიტომ არ არის ეს მისი მხრიდან მოსაწონი აქტი და, პირიქით, შეიძლება, მრავლისმეტყველი იყოს, არცთუ კარგი რაღაცების მიმართ მისი პოზიციების შესახებ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე გოგინავა: რთული სათქმელია, ვირუსული შემთხვევების პიკი როდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე მსგავსი დინამიკა იქნება
Next post გიული ალასანია-„მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი კი სასიკვდილოა“