სოფო ჯაფარიძე-„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“

Read Time:32 Second

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რათა საქართველოში დადგეს უკეთესი ახალი წელი“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ახალი წელი  ნაკლები მტრობით, შერიგებით და ერთმანეთის პატივისცემით უნდა დაიწყოს.

„კრიტიკულ მომენტში ადამიანებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც აქვთ ქმედების ბერკეტი, შეუძლიათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა საქართველოში დადგეს უკეთესი ახალი წელი და ახალი წელი დავიწყოთ ნაკლები მტრობით, შერიგებით და ერთმანეთის პატივისცემით.

კატეგორიულად ვემიჯნები იმას, რომ ახალი წელი დავიწყოთ ადამიანის სიკვდილით, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების მოსპობით. დარწმუნებული ვარ, ძალიან  ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდში“, – აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია-„მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი კი სასიკვდილოა“
Next post თეა წულუკიანი: მინდა, მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს ვუთხრა, რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო, ევროპულ გზაზე არ დამარცხდება