გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატია

Read Time:22 Second

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ფენომენალურ გამოსვლას განაგრძობს.

გათამაშების 21-ე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მანრესა“ 85:70 დაამარცხა, ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი კი თამაშის „ემ ვი პი“ გახდა. შერმადინის ანგარიშზე 23 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან თოთხმეტიდან ათი ორქულიანი, ცხრიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 16 მოგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, შერმადინი კი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატია

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს
Next post კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია