კომპანია Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია

Read Time:33 Second

ლაბორატორიული კვლევების ფარგლებში Moderna-ს ვაქცინამ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოქმნა. ამის შესახებ კომპანია Moderna Inc-ში განაცხადეს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სავარაუდოდ, Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2-დოზიანი რეჟიმი დღემდე აღმოჩენილი შტამების წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

თუმცა, კომპანიაში განაცხადეს, რომ წინასწარი კლინიკური კვლევების ფარგლებში სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამისთვის ვაქცინის ბუსტერს გამოიკვლევენ.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

19 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოავლინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების მთავარი კანდიდატია
Next post თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა