გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო არ შეიძლება იმართებოდეს „ფანჩატურში“ დადგენილი წესებით და დღის წესრიგით

Read Time:47 Second

არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ქაოსით და „ფანჩატურში“ დადგენილი წესებით და დღის წესრიგით. ესაა ის რეალობა რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოცემული რეალობა დამატებითი შეკითხვის დასმის წინაპირობას არ ქმნის, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს სახელმწიფო კანონებით, არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, ზოგს მოსწონს, ზოგს არა. რა პერიოდიც არ უნდა ავიღოთ იწერებოდა კანონები და ამ კანონების მიხედვით ცხოვრობდა ქვეყანა და არ იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც გვკარნახობენ. არის თუ არა თვალსაჩინო დარღვევა, რომელსაც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნა, რომელზეც იმსჯელებს მხოლოდ სასამართლო. ვალდებულია თუ არა პარლამენტი, მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა და ადვოკატები და ბრალდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რასაკვირველია, ვალდებულია წინააღმდეგ შემთხვევში ვერ შედგება სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს საზოგადოებას წარმოადგენს ის გუნდი, რომელიც ამ გადაწყვწტილებას ემხრობა. „არცერთი ჩვენგანი არაა ემოციისგან დაცლილი ადამიანი. ვის აწყობს ეს განცხადება და სავარძელში ჩახტომა, ვისი დაკვეთით და ინტერესით შეიძლება მოქმედებდეს ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ძალას წარმოადგენს. აქაც შეკითხვები ზედმეტია“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე: ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და ისე არ გავაკეთეთ, როგორც უნდა ვაკეთებდეთ
Next post გივი მიქანაძე: კანონი ყველასთვის ერთია, ის უნდა აღსრულდეს და აუცილებლად აღსრულდება