დიმიტრი ხუნდაძე ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე: ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და ისე არ გავაკეთეთ, როგორც უნდა ვაკეთებდეთ

Read Time:36 Second

დიმიტრი ხუნდაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვნის ფაქტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში საკუთარ ოჯახში ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება, აქ, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობაა, უპირატესია სახელმწიფოს პასუხიმგებლობა და როცა ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და ისე არ გავაკეთეთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ამიტომ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა, სკოლამ, საზოგადოებამ, ოჯახმაც, მაგრამ უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 23 წლის კაცია დაკავებული. გამოძიების ვერსიით, 23 წლის კაცმა მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ გოგო 16 წლამდე იყო, გასული წლის ივნისსა და დეკემბერში მასთან მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი კონტაქტი გაწყვიტა.

პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის გოგომ, 9 თებერვალს, თავი მოიკლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა
Next post გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო არ შეიძლება იმართებოდეს „ფანჩატურში“ დადგენილი წესებით და დღის წესრიგით