გივი მიქანაძე: კანონი ყველასთვის ერთია, ის უნდა აღსრულდეს და აუცილებლად აღსრულდება

Read Time:57 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონი არის ყველასთვის ერთი, კანონი უნდა აღსრულდეს და აუცილებლად აღსრულდება. ასე გამოეხმაურა ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას.

„არავის არ ვურჩევ, კანონს წინ აღუდგეს. კანონი არის ყველასთვის ერთი, კანონი უნდა აღსრულდეს და აუცილებლად აღსრულდება. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაუჭერს თუ არა მხარს პროკურატურის შუამდგომლობას. წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა თუ იქნება მხარდაჭერილი, ამ შემთხვევაში ნიკანორ მელია უნდა დაექვემდებაროს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. დაველოდოთ, ჩვენ არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებასა და პრეროგატივაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო არ შეიძლება იმართებოდეს „ფანჩატურში“ დადგენილი წესებით და დღის წესრიგით
Next post მამუკა მდინარაძე: ე.წ. „გაყალბებული არჩევნების“ ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ