მამუკა მდინარაძე: ე.წ. „გაყალბებული არჩევნების“ ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ

Read Time:1 Minute, 57 Second

20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მხოლოდ მშრალი ფაქტები რადიკალური ოპოზიციის ახალი მესიჯბოქსის კვალდაკვალ:

2008 წლის 2 ოქტომბერი – საქართველოს დელეგაცია ხმას აძლევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყება ქართველ სამხედროებს ბრალდება.

8 წლის შემდეგ, 2016 წელი, 1-5 ივლისი – თბილისში ჩამოდიან რუსეთის დუმის დეპუტატები, ნიკოლაი კოვალიოვი და ლეონიდ სლუცკი, რომლებიც მხარს უჭერენ ნაც. მოძრაობის კანდიდატს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად. ამბავს ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია.

2019 წლის 26 მარტი – საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტს წარედგინება ანგარიში თბილისში, იმავე წლის ივნისში ჩასატარებელი ასამბლეის შესახებ, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია. კომიტეტის სხდომას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამბავს იმ დროისთვის ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია.

2019 წლის 20 ივნისი – ასამბლეის სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში იმართება. შეთანხმებული და დარიგებული დღის წესრიგის მიხედვით სხდომა მიყავს ასამბლეის ბერძენ თანათავმჯდომარეს, თუმცა მის გვერდით ადგილს თვითნებურად სერგეი გავრილოვი იკავებს და იწყებს სხდომის წაყვანას.

ფაქტს მოყვა პოლიტიკოსების და მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც იმავე ღამით პარლამენტში შეჭრის მცდელობაში და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის ორგანიზებაში სხვა პირებთან ერთად ბრალი წარედგინა ნიკანორ მელიას.

2020 წლის ნოემბერი – ბრალდებული მელია არღვევს აღკვეთის ღონისძიების პირობებს, რისთვისაც მას 40 000 ლარით ეზრდება უკვე გადახდილი გირაოს ოდენობა.

2021 წლის თებერვალი – მელია უარს აცხადებს გირაოს თანხის გადახდაზე, შეტანაზე და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა მისი იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.

2021 წლის 13 თებერვლიდან – ოპოზიციის დიდი ნაწილის ინტერვიუებში ჩნდება ტერმინი პოლიტიკური დევნილი, გავრილოვის პატიმარი და ა.შ.

2021 წლის 15 თებერვალი – ,,ნაციონალური მოძრაობის’’ 2 ტელევიზია თითქმის ერთდროულად უკავშირდება სერგეი გავრილოვს და მისი მოსაზრებით ინტერესდებიან.
გავრილოვი მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციას და ნიკა მელიას.

ახლა კი მოკლედ, რამდენიმე წინადადება, რომელიც ფაქტებთან ერთად შეფასების ელემენტებსაც შეიცავს: დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე საქართველოს ომის დაწყება დააბრალა; სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია.; პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და დესტაბილიზაციას საქართველოში; „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას საქართველოში; „ნაცმოძრაობის“ ანტირუსული რიტორიკა ყალბია; „ნაცმოძრაობის“ პროდასავლური რიტორიკა შესაბამისად, კიდევ უფრო ყალბია. 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე; ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან; ე.წ. გაყალბებული არჩევნების ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ; გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა; გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება; ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: კანონი ყველასთვის ერთია, ის უნდა აღსრულდეს და აუცილებლად აღსრულდება
Next post პოლიციამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 მოქალაქე დააკავა