გიორგი ვოლსკი: ვისაც სააკაშვილის მოწამვლის თემა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოაქვს, ის არის საერთაშორისო თაღლითი

Read Time:34 Second

ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ის ფაქტობრივად თაღლითია, ვინაიდან სახელმწიფოზე მიდის შეტევა და ვისაც მოწამვლის თემა გამოაქვს პოლიტიკურ ასპარეზზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პოზიცია, რომელიც ვიოლა ფონ კრამონს გააჩნია, ის არ შეიცვლება, რადგან მას პოლიტიკური ამოცანა აქვს და პოლიტიკური ამოცანა გვაქვს ჩვენ. აქ შედარება ევროპარლამენტში, ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელია, ვისი უფრო საფუძვლიანია, ამ არგუმენტებს შორის კი არ მიდის დაპირისპირება, არამედ, დაპირისპირება მიდის პოლიტიკურ პოზიციათა შორის.

ის ამოცანა, რომ მე გადავერთო რამონის მითითებებზე და დავივიწყო ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანად პრეტენზიას გამოთქვამენ იმ მმართველობასთან დაკავშირებით, იმ დაღვრილ სისხლთან დაკავშირებით, რომლებსაც არ მიაჩნიათ რომ ფონ კრამონი და ევროპარლამენტართა გარკვეული რაოდენობა მართალია, იმათ რა პასუხი გავცეთ?!“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა
Next post რატი იონათამიშვილი – უკეთესი იქნებოდა, ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებაზე სათაურად მიშას ფანკლუბის განცხადება დაერქმიათ