რატი იონათამიშვილი – უკეთესი იქნებოდა, ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებაზე სათაურად მიშას ფანკლუბის განცხადება დაერქმიათ

Read Time:25 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული განცხადება ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იონათამიშვილმა აღნიშნა, განცხადებას ძალიან უხერხული აფიშა ჰქონდა. მისივე თქმით, არც თანამდებობაა პრივილეგია და მით უმეტეს ყოფილი თანამდებობის პირი.

„ხელმომწერთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა. ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათ განცხადებაზე სათაურად დაერქვათ, რომ ეს არის მიშას ფანკლუბის განცხადება. ჩვენი საზოგადოებისთვის ასე უფრო გასაგები იქნებოდა. მსგავს განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ვისაც სააკაშვილის მოწამვლის თემა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოაქვს, ის არის საერთაშორისო თაღლითი
Next post „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძეს ექიმები შიმშილობის გაგრძელების რეკომენდაციას არ აძლევენ