პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

Read Time:34 Second

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა 88 ხმით დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მიღებული ცვლილებებით, ახლებურად წესრიგდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენასთან, მსხვერპლის უფლებებთან, მისი სოციალური დაცვის და შრომით გარანტიებთან, მხარდაჭერის მომსახურებებთან, მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.

მიღებული კანონი ეხება, მათ შორის, თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით სარგებლობის საკითხს, – კერძოდ, მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდა.

ცვლილებების მიღებით კანონმდებლობა, სტამბოლის კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოდის.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, თეონა აქუბარდია, რამინა ბერაძე და რატი იონათამიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ქალბატონო სანდუ, იქნებ ჯერ იმ ქვეყნის პატიმრებზე გეზრუნათ, ვის პრეზიდენტადაც აგირჩიეს?
Next post გიორგი ვოლსკი: ვისაც სააკაშვილის მოწამვლის თემა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოაქვს, ის არის საერთაშორისო თაღლითი