გიორგი გახარია: რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარამდე დასჭირდება

Read Time:56 Second

რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, 50 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სერიოზულად დაზიანებულია, თუმცა საბოლოო ჯამში ზიანი ძალზედ სერიოზულია.

მისივე თქმით, 12 სოფელი იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით კი 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა 8 სოფელი კვლავ რჩება.

„ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა სოფლებთან, როგორიც არის ღები, პატარა ღები, გლოვო და შოვი, როგორც ჩანს გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან კავშირის აღდგენას მინიმუმ, ერთი თვე დაჭირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენა ერთ კვირაშია შესაძლებელი.

„ყველა ამ სოფელთან კავშირზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. დღეიდან დაიწყება სოფლებთან ვერტმფრენებით კავშირი. ვისაც ექნება საჭიროება, ჩვენ მათ სოფლებიდან გამოვიყვანთ, ამ სოფლებს საჭირო პროდუქტებით ორგანიზებულად მოვამარაგებთ, აღნიშნული ოთხი სოფელი ერთი თვე მოწყვეტილი იქნება, რადგან რეალურად მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, სამი სექტორია, დაახლოებით, 250-მეტრიანი, სადაც 4 ხიდია, რომელიც თავიდან არის აღსადგენი. მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით 30 მლნ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ღებსა და პატარა ღებში რამდენიმე მოსახლე მეწყერსაშიშ ზონაშია და შემდგომ ამ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვების დასასმელად კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახების ტრაგედიების გამოყენებას უნდა გადავეჩვიოთ
Next post გიორგი გახარია: ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი – გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება