გიორგი გახარია: პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვების დასასმელად კონკრეტული ადამიანებისა და ოჯახების ტრაგედიების გამოყენებას უნდა გადავეჩვიოთ

Read Time:35 Second

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანის, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მედიის წარმომადგენლების რეპლიკას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვს, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მოუსმენია.

„ეს მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, ეს ეთიკური არ არის, აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად. თუ გამოძიების შემდეგ დარჩება ღია კითხვის ნიშნები, ამ ქვეყანაში მედია თავისუფალია, გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი შეზღუდავს. ბევრჯერ შევხვედრივართ და ბევრ საქმეზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
Next post გიორგი გახარია: რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარამდე დასჭირდება