გიორგი გახარიამ- ბათუმში ,,ოცნების ქალაქის” მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

Read Time:51 Second

 გიორგი გახარიამ და  თორნიკე რიჟვაძემ – ბათუმში ,,ოცნების ქალაქის” მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა, – უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

„ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოციალურ პრობლემას გადაჭრის.

გადაწყვეტილების თანახმად, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები.

მთავრობამ გადაწყვეტილების დაანონსების დღიდან გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, შემუშავდა კომპლექსის პროექტი, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის დეტალური აღწერა და დამუშავდა მონაცემთა ბაზა, გამოცხადდა ტენდერი მშენებლობაზე და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,დაგი“, რომელმაც 17 თვეში უნდა უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული 582 ბინისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი – ნაკლებად მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი, მათ გაერთიანების პერსპექტივა არ გააჩნიათ
Next post ამუკა მდინარაძე – ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არის უცნაური, სასაცილო და სპეკულაციური