გიორგი გამსახურდია: კოლხურ კოშკს სახელმწიფოს გადავცემ

Read Time:45 Second

როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრე ,კოლხურ კოშკს სახელმწიფოს გადავცემ.

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ ავრცელებს ინფორმაციას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ – კოლხური კოშკი სახელმწიფოს გადასცეს.

გთავაზობთ სტატუსს:

„არ მიყვარს პირადი სახის ინფორმაციის ან ყოფილი თუ მომქმედი ოჯახის წევრების ამბების გასაჯაროება და მათზე საუბარი (მერე, ხელმოცარულების მიერ, ამ ამბების ათასგვარი ინტერპრეტაცია). არ არის ეს სწორი და ჩემს აზრით, არც aხლა არის მაგის დრო, როდესაც მსოფლიო, რუსეთმა ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

უბრალოდ, საქმე ეხება შემდეგს, მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს, კოლხური კოშკი მის ისტორიულ საზღვრებში გადავცე სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა.

მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხამენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან და ჩემ  აზრით, ეს ხალხი უფრო ზიანს განიცდიან, ვიდრე მათი ადრესატები.

ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია, ქართული სახელმწიფო მიიღებს კოლხურ კოშკს განკარგვაში და დარწმუნებული ვარ, გამოიყენებს დანიშნულებისამებრ, ხოლო კოშკის გარშემო სხვა ტერიტორია, მოხმარდება ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესს…“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC-ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა მაღალსიჩქარიანი საზენიტო სარაკეტო სისტემა
Next post ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს