გია ვოლსკი – სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ

Read Time:40 Second

დავით არახამიას შეუძლია, ნებისმიერი განცხადება გააკეთოს მაშინ, როდესაც ოფიციალურ პოზიციაზე არ იქნება და მის განცხადებებს არავინ შეაფასებს. მისი განცხადებები კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული და თავის გეგმაში, ნებისმიერ განცხადებასა და წინადადებაში მავნებლობა აქვს ჩადებული, –  ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადება მასზე.

დააკვირდით ერთ ასპექტს, მან თავი დაანება ომში ჩართვის თემაზე საუბარს. მიხვდა, რომ ეს საზოგადოებაში არა თუ არაპოპულარულია, არამედ ამ ყველაფერს უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა. არახამიასთან შესაბამისობაში მოდის ეს შეფასებაც. სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადება პირადად მასზე და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც სულ მცირე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მისი ქართული წარმოშობა არაფერს ნიშნავს. ეს არის აზრს გამოცლილი ადამიანი, რომელიც ფაქტია, მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს
Next post ლევან ბერძენიშვილი: ყაველაშვილისთვის ჩემზე უფრო ცუდი კაცი ვინ უნდა იყოს – ყოველდღე ვახსენებ, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა, სკოლაშიც უნდა ესწავლა