გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს

Read Time:45 Second

ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს, „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დავით არახამიას განცხადებას, რომლის თქმით, ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამო.

მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს, „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ გამო. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში მთავარი გზავნილი. ამიტომაა, რომ დღეს ჯერ კიდევ შანსი არსებობს, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები“, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: ეს მოზარდები 2024 წლისთვის უკვე ამომრჩევლები იქნებიან და გამოდის, რომ IRI რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მშვიდობიან, თუ რევოლუციურ მობილიზებაში ხარჯავს თანხებს
Next post გია ვოლსკი – სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ