ლევან ბერძენიშვილი: ყაველაშვილისთვის ჩემზე უფრო ცუდი კაცი ვინ უნდა იყოს – ყოველდღე ვახსენებ, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა, სკოლაშიც უნდა ესწავლა

Read Time:41 Second

ყაველაშვილისთვის ჩემზე უფრო ცუდი კაცი ვინ უნდა იყოს, ყოველდღე ვახსენებ, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა, სკოლაშიც უნდა ესწავლა – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„მე მაგალითად ვთვლი, რომ პროპაგანდამ სამიზნედ იმიტომ ამომარჩია, რომ ვიღაცებისთვის ძალიან  იოლი ასახსნელია, რატო ვარ მე ცუდი კაცი. ვიღაცებისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ წიგნის კითხვა დანაშაულია, მე გადასარევი სამიზნე ვარ. ყაველაშვილისთვის ჩემზე უფრო ცუდი კაცი ვინ უნდა იყოს, მე მას ყოველდღე ვახსენებ, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა, სკოლაშიც უნდა ესწავლა. ჩვენ ზოგიერთები, განსაკუთრებით პოლიტიკური პატიმრები ვართ მოსიარულე საყვედურები, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ – ასეც შეიძლებოდა. ამიტომ, ჯობია მე ვიყო ჩეკისტი, რომ მე არაფერი მქონდეს გაკეთებული, რომ წიგნების კითხვა სისულელეა, დანაშაულია, აი პირდაპირ მითხრეს, ეგ ხომ არ გგონიათ განათლებაო. მათი კონცეფცია რა არის? მათ რა ჰგონიათ განათლება? მათ ჰგონიათ განათლება, რა სისულელესაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის, ის გაამართლონ“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ
Next post შარლ მიშელი: საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და სწორედ ამიტომ თქვენი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია