გია ვოლსკი – სამეულმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიმაღლეზე არ დგას და გადაწყვიტეს, სამნი გაერთიანდნენ, პროდასავლურ ძალებად ასაღებენ თავს, რაც რეალობისგან მოწყვეტილია

Read Time:36 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებად ასაღებენ თავს, რაც რეალობისგან მოწყვეტილია.

მისივე თქმით, არ შეიძლება, პროდასავლური ძალა დაკავშირებული იყოს დესტაბილიზაციასთან და ქვეყნის რყევასთან.

„სამეულმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიმაღლეზე არ დგას. რეალურად, რესურსი არ აქვთ. მათი განვითარების პერსპექტივას წარსულის დანაშაულებები და ცოდვები ამძიმებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, სამნი გაერთიანდნენ. პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებად ასაღებენ თავს, რაც რეალობისგან ძალიან მოწყვეტილია. არ შეიძლება, პროდასავლური ძალა დაკავშირებული იყოს დესტაბილიზაციასთან, ქვეყნის რყევასთან. ეს არ არის დასავლური გზა. დასავლური გზაა კამათი გარკვეულ თემაზე, რომელიც ეხება ადამიანების კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. აბსოლუტურად მოცილებული არიან ყველა ინტელექტუალურ თემას და გადასული არიან სპეკულაციაზე, რომელიც რეალურად, არც პროდასავლურია, არც პროქართული და ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი: ,, მადლობას ვუხდი რატი ბრეგაძეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისათვის“
Next post თეონა აქუბარდია: გულწრფელად გეტყვით, ყველაზე ადვილია პარლამენტის დატოვება, მაგრამ ბრძოლიდან ამ გზით გამოსვლა არ არის სწორი