თეონა აქუბარდია: გულწრფელად გეტყვით, ყველაზე ადვილია პარლამენტის დატოვება, მაგრამ ბრძოლიდან ამ გზით გამოსვლა არ არის სწორი

Read Time:1 Minute, 24 Second

პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, მე კი განსხვავებული. ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ _ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, მე კი განსხვავებული. ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ, მე წარმატება ვუსურვე „სტრატეგია აღმაშენებელს“. ახლაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში ვართ და განსხვავებული აზრები არსებობს, რაც ვფიქრობ არის ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესი. გიორგი ვაშაძეს აქვს განსხვავებული პოზიცია თავის ახალ პარტნიორებთან ერთად, მე მაქვს ჩემი პოზიცია – საუბარია იმაზე, რომ თუ ვარ პარლამენტში, უნდა ვიმუშაო მაქსიმალურად. ერთ ადამიანსაც რომ შეუცვალო და გავუუმჯობესო ცხოვრება, ჩემთვის ეს არის საქმე. დილით რომ ვიღვიძებ, საწოლს ვალაგებ და ამას ვაკეთებ ყოველ დილას – ეს არის რუტინა და პროცესი. პროცესიდან რაღაც გამოვა ან არ გამოვა, მაგრამ პროცესში თუ არ ხარ, არ მგონია, რომ ისეთ შედეგს უნდა ელოდებოდე, რომელიც ყველას გვსურს. დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, ნებისმიერ პარტიულ თუ უპარტიო დეპუტატს სურს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს დემოკრატიის უკუსვლა, იყოს ადამიანის უფლებები დაცული და გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. ეს რომ გვინდა, გასაგებია, მაგრამ საუბარია იმაზე, თუ ვინ როგორ ფიქრობს ამ მიზნის მიღწევას და ფიქრობს თუ არა.

პარლამენტში არ შევსულვარ არც ტენდერის მოსაგებად და არც ფულის დასაგროვებლად. ამ ორომტრიალში იმიტომ გადავეშვი, რადგან მგონია, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც დადებითი შემიძლია გავუკეთო.

ძალიან რთული გარემოა – რაც პარლამენტში შევედით, იმის მერე არის, რომ უნდა გამოვიდეთ იქიდან. მართლა დღეებს ვითვლი, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, რათა ეს „სასჯელი“ და „სახადი“ მოვიხადო, რადგან უმძიმესი სამსახურია. გულწრფელად გეტყვით, ყველაზე ადვილია პარლამენტის დატოვება და აქამდეც მქონია სამსახური – ორ უნივერსიტეტში ლექციას ვკითხულობ და რაღაც ჩემს საქმეს გავაკეთებ ისე, როგორც სამოქალაქო სექტორიდან შემიძლია რამის გაკეთება. უბრალოდ მგონია, რომ ბრძოლიდან ამ გზით გამოსვლა არ არის სწორი. თუ ვართ იქ, რა როლიც გვაქვს დაკისრებული, ეს უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – სამეულმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიმაღლეზე არ დგას და გადაწყვიტეს, სამნი გაერთიანდნენ, პროდასავლურ ძალებად ასაღებენ თავს, რაც რეალობისგან მოწყვეტილია
Next post ჩუღურეთის ხიდს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა