ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი: ,, მადლობას ვუხდი რატი ბრეგაძეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისათვის“

Read Time:40 Second

ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი  ალმა ზადიჩი საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

დღეს ჩემ ქართველ კოლეგა რატო ბრეგაძესთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს

სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლობენ მართლმსაჯულების სფეროში

 ერთ-ერთი მიზანია რომ ევროკავშიროს სტანდარტების იმპლემენტაცია განხორციელდეს მართლმსაჯულების სფეროში და გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

მადლობა ღირებული გამოცდილების გაზიარებისათვის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს იუსტიციის მიმართულებით საქართველო-ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას მობილური და ელექტრონული სახელმწიფო სერვისების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების მართვის მიმართულებით.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, სამოქალაქო, კომერციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობას.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი
Next post გია ვოლსკი – სამეულმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სიმაღლეზე არ დგას და გადაწყვიტეს, სამნი გაერთიანდნენ, პროდასავლურ ძალებად ასაღებენ თავს, რაც რეალობისგან მოწყვეტილია