სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი

Read Time:21 Second

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციებსა და გამოწვევებზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
Next post ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი: ,, მადლობას ვუხდი რატი ბრეგაძეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისათვის“