გია ბენაშვილი: შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა

Read Time:1 Minute, 54 Second

მთავრობის დადგენილებით, ათ კაცზე მეტი პირის შეკრება ღია სივრცეში აკრძალულია კულტურული სპორტული და ტრადიციული ღონისძიებებისთვის. ამ აკრძალვაში ექცევა ქორწილები და ქელეხები. მაშინ, როდესაც რესტორნებსა და კაფეებში ყველა სახის მომსახურება უკვე აღვადგინეთ მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვით, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამას და მოსახლეობას მივცეთ საშუალება შესაბამისი წესების დაცვით, ჩაატარონ ქორწილები და ქელეხები“, – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ბენაშვილმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორებს მიმართა.

მან პანდების პირობებში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მაღალი თვითშეგნება და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ძალიან ეფექტური ნაბიჯების გარშემო კონსოლიდაცია აღნიშნა.

„კორონავირუსის პანდების პირობებში, აღსანიშნავია ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მაღალი თვითშეგნება და კონსოლიდაცია ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ძალიან ეფექტური ნაბიჯების გარშემო, რამაც საშუალება მოგვცა ჯერ შეგვეჩერებინა, შემდეგ კი გაგვეკონტროლებინა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იმ ფონზე, რაც ამ მიმართულებით მსოფლიოში ხდება განსაკუთრებით კი, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, სადაც კორონა ვირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება“, – განაცხადა გია ბენაშვილმა.

მან მეზობელ ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი.

„სომხეთში დაავადებულთა რაოდენობა 13600 მეტია, გარდაცვლილია 217; აზერბაიჯანში დაავადებული 7500 მეტი, გარდაცვლილი 88; რუსეთში დაავადებული 406 ათასზე მეტი, გარდაცვლილი 4700; თურქეთში დაავადებული 172 ათასზე მეტი, გარდაცვლილია 4729 ადამიანი. ამ პირობებში ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით დღეის მდგომარეობით დაავადებულია მხოლოდ 822 ადამიანი, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 13. საქართველო კოვიდ 19-თან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა გია ბენაშვილმა.

მისი თქმით, ეს შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული რომ არა ხელისუფლების 24 საათიანი თავდაუზოგავი მუშაობა, მთავრობისა და პარლამენტის მიერ შემოთავაზებული შესაბამისი რეგულაციები, რასაც ჩვენი მოსახლეობის უმცირესობას უკმაყოფილების მიუხედავად, უმრავლესობა მაინც გაგებით შეხვდა. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დღეს, როდესაც შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია, ქუჩაში გავლისას შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კორონავირუსი დამარცხებულია და აღარ არის საჭირო იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც გვირჩევენ ეპიდემიოლოგები. არადა, ზუსტად ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით ზუსტად დაცვა – პირბადის ტარება იქნება ეს, სოციალური დისტანცირება თუ სხვა რამ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეპიდემიური სიტუაცია გაგვექცეს ხელიდან, ვეღარ გავაკონტროლებთ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს და რაც აქამდე გაგვიკეთებია ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ქვეყანა სავალალო შედეგების წინაშე დადგება, მითუმეტეს, როდესაც დარგის სპეციალისტები კორონავირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე გვიანონსებენ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.​

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი – საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის
Next post ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით წელს კულტურული მემკვიდრეობის 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ კულტურის სფეროში ქველმოქმედების სახით მილიარდ ლარამდე აქვს გაღებული