კელი დეგნანი – საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის
„მე კონგრესმენების წერილს არ გავცნობივარ, ვინაიდან დღეს დილიდან გორში ვიყავი, თუმცა გეტყვით, რომ რამე სახის წერილი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან, ზრუნავენ და საქართველო მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია. წლების მანძილზე ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მინდა მაგალითად მოვიყვანო კორონავირუსთან დაკავშირებული თანამშრომლობა, როდესაც მთავრობამ ძალიან ეფექტურად იმუშავა ვირუსის მართვის კუთხით და ამ პრობლემების გადალახვის შედეგად ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ვეძებთ ახალ გზებს, რათა გავაფართოვოთ ეს თანამშრომლობა. მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა დეგნანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...