გვატემალაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა

Read Time:19 Second

გვატემალაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 75 ადამიანია დაღუპული, 192 კი დაკარგულად ითვლება. ვულკანის მახლობლად ფერდობებზე მდებარე სოფლები ვულკანური ფერფლითა და ტალახითაა დაფარული.

ახალი ამოფრქვევის და ცხელი აირის გამო, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დროებით შეფერხდა.

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, 3 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

ვულკან ფუეგოს ამოფრქვევა მოულოდნელად მოხდა და განგაშის სიგნალი არ ჩართულა. ამოფრქვევის შემდეგ, ცხელი ფერფლისა და ლავის პიროკლასტური ნაკადი წარმოიქმნა.

გვატემალაში პირველი ამოფრქვევა 3 ივნისს დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს ხვდება
Next post 3 წესი, რასაც სამეფო ოჯახის წევრი ბავშვები იცავენ