გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი იპოვეს

Read Time:16 Second

გერმანიაში, ქალაქ ერფურტში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ბარბაცებდა, ერთ-ერთი ქალის ფეხსაცმელს ეთამაშა, რის შემდეგაც ჩაეძინა. პოლიციელების თქმით, ენოტს ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა, თუმცა შესაბამისი ტესტი მას არ ჩაუტარეს.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი დალია. შემთხვევის ადგილიდან ენოტი მეხანძრეებმა გაიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – სურგულაძეს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს
Next post დღეს, მოძრაობისა ,,შევინარჩუნოთ სიცოცხლე” პრეზენტაცია გაიმართა!