ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი მეზობელ ბავშვებს სადარბაზოში ყოველდღე ზღაპრებს უკითხავს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი ანა მუსმან-გაგნიძე ყოველდღე მეზობელ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს. მას შემდეგ რაც ანა გაგნიძის ინიციატივის შესახებ ადგილობრივმა გამოცემამ, Augsburger Allgemeine-მ დაწერა.

„მე გერმანული ენის მასწავლებელი ვარ და იმის გამო, რომ ახლა დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასულები და სამსახურში სიარული არ მიწევს, სახლში ყოფნაც ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, 14 და 18 წლის, ამიტომ გადაწყვიტე, 2-დან 11 წლამდე ასაკის მეზობელ ბავშვებს ყოველდღე ზღაპრები წავუკითხო. ყოველდღე 4 საათზე გავდივართ სადარბაზოში, ბავშვები სხედან აუცილებელი დისტანციის დაცვით და მე მათ ვუკითხავ ზღაპრებს. გარდა ამისა, ისინი ცეკვავენ, მღერიან, თამაშობენ, რა თქმა უნდა, ყველა აუცილებელი რეკომენდაციის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი ბავშვების მშობლებსაც ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ ბავშვებისთვისაც მუდმივად სახლში ყოფნა ძალიან რთული და დამღლელია“, – ამბობს ანა მუსმან-გაგნიძე imedinews-სთან საუბარში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სრული დაფინანსებით ისარგებლებენ

2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.„ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

შიდა ქართლში, ძამას ხეობაში მდებარე ორთუბნის დედათა მონასტერი წლების განმავლობაში მრავალი მომლოცველის ყურადღებას იპყრობს. მონასტერს ყოველდღიურად სტუმრობენ ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც იქ ლოცვის, სიმშვიდისა და სულიერი ნუგეშის მოსაპოვებლად მიდიან.მომლოცველებს შორის გავრცელებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ადამიანები საკუთარ სურვილს ფურცელზე წერენ, მონასტერში ტოვებენ და ღვთის შეწევნას სთხოვენ.მრავალი მორწმუნის მონათხრობის თანახმად, დატოვებული ფურცლები ადგილზე აღარ ხვდებათ, რაც მათთვის განსაკუთრებულ ნიშნად აღიქმება.მონასტერს ასევე უკავშირებენ არაერთ პირად ისტორიას ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მძიმე დაავადებებისგან განკურნების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი – პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში

ჩემი ტყვეობის პირობები რადგან აქტუალური გახდა, დამატებით დეტალებს მოგაწვდით. ვიმყოფები პატარა, ბნელ, ტარაკნებიან, უჰაერო საკანში, სადაც ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაა (ასეთივე პირობებშია ყველა პოლიტპატიმარი აქ), – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში. ამდენი ხნით სამარტოო საკანში მოთავსება, საერთაშორისო ნორმებით, უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ციხე მდებარეობს ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსთავის ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქიდან მუდმივად თავზე გვეყრება ამ ქარხნის კანცეროგენური მტვერი, რომელიც სუნთქვას აძნელებს.განსხვავებით პატიმრობის 99%-სა, მთელი ეს დრო აკრძალული მაქვს სატელეფონო ზარების განხორციელება (ბოლო ხანს მხოლოდ ალისასთან კვირაში რამდენიმე წუთით საუბრის ნება დამრთეს), მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით გათვალისწინებულია. უარს მეუბნებიან უკრაინის კონსულთან შეხვედრაზე, უკრაინული ბეჭდვითი და ვიდეოკონტენტის მიღებაზე. ჩემს ადვოკატებს რატომღაც ეკრძალებათ ფოტოების შემოტანა, მათ შორის ჩემი შვილებისა და შვილიშვილის ფოტოების. ასევე არაერთხელ უთხრეს უარი მრავალრიცხოვან საერთაშორისო, სამთავრობო და საპარლამენტო დელეგატებს ჩემს მონახულებაზე.ერთი სიტყვით, მეპყრობიან როგორც სამხედრო ტყვეს, ოღონდ თავიანთი რუსი უფროსების მსგავსად არ იცავენ ჟენევის კონვენციას. ეს ყველაფერი, როგორც დასაწყისში ჩემი წამება და მოწამვლა, რა თქმა უნდა, გათვლილია ჩემს გატეხვაზე, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ვერასდროს ეღირსებიან ივანიშვილი თავისი ტურა „ქოცებით“ და მისი პატრონი მოსკოვში“, – წერს სააკაშვილი.

სომხური მედიის ცნობით, აშშ-მა TRIPP-ის პროექტის ფონდის დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა

აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ Enterprise Fund-ის დაფინანსება გააორმაგა და 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა.როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ ხარჯვით ბაზაში USAspending.gov, აღნიშნული თანხების გამოყენების ძირითად ადგილად სომხეთია მითითებული.დაფინანსება უკავშირდება TRIPP-ის ინიციატივას („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“), რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, რათა სამხრეთ კავკასია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო კორიდორს დაუკავშირდეს.გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიურომ 2026 წლის 30 იანვარს TRIPP+ Enterprise Fund-ს 201 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო. პროგრამის განხორციელების ვადად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. 16 ივლისს გრანტის პირობები შეიცვალა და დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა პროგრამის დასრულების თარიღი უცვლელი დარჩა.მედიის ცნობით, HigherGov-ის მონაცემებით, 402 მილიონივე დოლარი უკვე გამოყოფილია აღნიშნული პროგრამისთვის.ამასთან, TRIPP+ Enterprise Fund 2026 წლის 26 იანვარს შეიქმნა – ორი კვირის შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სამხრეთ სომხეთში TRIPP-ის ინფრასტრუქტურის განვითარების და განხორციელების მიზნით შეიქმნება TRIPP Development Company. კომპანიის 26%-ს სომხეთის რესპუბლიკა, ხოლო 74%-ს აშშ ფლობს.როგორც „არმენპრესი“ წერს, TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურებია. TRIPP Development Company უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებასა და განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით იმუშავებს.ამისგან განსხვავებით, TRIPP+ Enterprise Fund დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდია. მის ხელმძღვანელად ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი დაინიშნა. წყაროს ინფორმაციით, ფონდი დელავერის შტატის კომპანიების ოფიციალურ რეესტრში „ტრანსკასპიური საწარმოთა ფონდის“ სახელითაც არის რეგისტრირებული.სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსების გაზრდა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც რეგიონს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დააკავშირებს.ინიციატივის ავტორთა შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტის განხორციელებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზეც.

Brussels Signal: ევროკავშირის გაფართოება მას თავად დაშლის

გამოცემა Brussels Signal-ის ინფორმაციით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სირთულეებს აწყდება: თუ პოლონეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო, ახლა პოზიციას იცვლის, როგორ შეძლებს კიევი იმ ქვეყნების დარწმუნებას, რომლებიც ისედაც ნაკლებად უჭერდნენ მხარს მის წევრობას?როგორც გამოცემის მიერ მომზადებული სტატიაშია აღნიშნული, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყნები პოლონეთის მზარდ სკეპტიციზმს ერთგვარ ფარად გამოიყენებენ და თავად არ მოუწევთ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება, ისევე, როგორც ზოგიერთი მთავრობა წარსულში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ზურგს უკან იმალებოდა, როდესაც ის ბრიუსელის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდა.პოლონეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 2-დან 12 ივლისამდე ჩატარდა, ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია. სახელმწიფო კვლევითი ცენტრის „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (CBOS) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლონეთში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა: 2022 წლის მარტში არსებული 90%-დან ის 50%-მდე დაეცა.კიდევ უფრო საგანგაშოა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის გაწევრიანებას აქტიურად ეწინააღმდეგებიან: მხოლოდ მათი წილი 2%-დან 40%-მდე გაიზარდა.თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, შესაძლოა ევროკავშირმა საბოლოოდ მადლობა უნდა გადაუხადოს პოლონეთს, რადგან შემდგომი გაფართოება, სავარაუდოდ, თავად ევროკავშირის არსებობას შეუქმნის საფრთხეს. რეალურად, წარსული გაფართოებები უკვე იქცა „შენელებული მოქმედების ნაღმად“, რომელიც შესაძლოა მომდევნო ათწლეულებში ამოქმედდეს და ევროკავშირიც თან გაიყოლოს.ევროკავშირი 1992 წლამდე არ არსებობდა. მან მხოლოდ მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მიიღო დღევანდელი სახე. გაერთიანება გაჩნდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ცივი ომი მოიგო და საბჭოთა კავშირის ალტერნატივა ამერიკის ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის გაქრა.თავისი არსებობის განმავლობაში ევროკავშირი მთლიანად აშშ-ის ბირთვული ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებდა.პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, რომელიც 1992 წლის შემდეგ ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდა, თავდაპირველად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე, წერს გამოცემა.ევროკავშირში ნატოზე ადრე არ გაწევრიანებულ ქვეყნებს შორის იყვნენ მხოლოდ: ოფიციალურად ნეიტრალური ქვეყნები - ავსტრია და მალტა; ქვეყნები, რომლებიც მანამდე ნეიტრალურები იყვნენ - ფინეთი და შვედეთი (რომლებიც ნატოს მხოლოდ 2023 და 2024 წლებში შეუერთდნენ); ან ქვეყანა გაყინული სამხედრო კონფლიქტით - კვიპროსი.ამ სწრაფმა გაფართოებამ ევროკავშირში თავი მოუყარა ქვეყნებს, რომლებიც მანამდე დასავლეთის ნაწილად ხშირად არ განიხილებოდნენ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარ საზღვარს წარმოადგენდნენ ორ სხვადასხვა სამყაროს შორის. ახლა კი ევროკავშირი მათ საკუთარ სივრცედ აცხადებს.ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის პირობებში ეს მარტივი ამოცანა იყო. ბალტიის ქვეყნები ევროკავშირსა და ნატოს 2004 წელს შეუერთდნენ, როდესაც რუსეთს მათი შეჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა, აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.ორი წლით ადრე, როდესაც ნატოში გაწევრიანების პროცესი მიმდინარეობდა, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2002 წლის 23 ნოემბერს ვილნიუსში ლიეტუველებს განუცხადა, რომ ისინი „ნატოს ალიანსში იყვნენ საჭირო“ და „საერთო უსაფრთხოებაში შეიტანდნენ წვლილს“.ბალტიის ქვეყნები ინოვაციური, ლამაზი სახელმწიფოებია მდიდარი და უნიკალური ისტორიებით, რომელთა მნიშვნელობის შემცირებასაც, სტატიის ავტორის შეფასებით, ბრიუსელში ხშირად ცდილობენ. თუმცა ისინი საერთო უსაფრთხოებაში დიდ სამხედრო წვლილს ვერ უზრუნველყოფენ.ესტონეთმა 2026 წელს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5,4%-მდე გაზარდა — ეს ნატოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.თუმცა, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს მხოლოდ 2,4 მილიარდი ევროა. შედარებისთვის, აშშ-ის პენსილვანიის შტატმა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემისთვის 2026-2027 ფისკალურ წელს 3,4 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 3 მილიარდი ევრო) მოითხოვა.ბალტიის ქვეყნების დამატება ევროკავშირსა და ნატოში რუსეთის შეკავების მიზნით მოხდა. ეს იყო მცდელობა, რაც შეიძლება შორს წასულიყვნენ იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვი სუსტი იყო. ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის პირობებში ეს რისკიანი არ ჩანდა.თუმცა ახლა, როდესაც შეერთებული შტატები ამ ქოლგას უკან წევს, ევროკავშირზე მზის სინათლე სხვაგვარ სურათს აჩენს - ბრიუსელის პრობლემას: ერთმანეთისგან განსხვავებული ეროვნული ინტერესების მქონე ქვეყნების ნარევს, რომლებსაც ხშირად საერთო ძალიან ცოტა აქვთ, წერს Brussels Signal-ი.ევროკავშირის ძლიერ ქვეყნებს - გერმანიასა და საფრანგეთს - შორის უკვე ჩანს ბზარები. თუმცა ეს უთანხმოებები უმნიშვნელო იქნება იმ განსხვავებებთან შედარებით, რომლებიც არსებობს, მაგალითად, პორტუგალიისა და ესტონეთის ან ლატვიისა და ბელგიის ეროვნულ ინტერესებს შორის.ახალგაზრდა ევროპელებს საკუთარი ქვეყნების დასაცავად ბრძოლა თითქმის აღარ სურთ.რიგის სტრადინშის უნივერსიტეტის მიერ ნატოს 32 წევრ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში ახალგაზრდების მესამედზე ნაკლები აცხადებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს.რაც უფრო აღმოსავლეთით მივდივართ, ეს მაჩვენებელი იზრდება, თუმცა პოლონეთშიც კი 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების მხოლოდ 18 პროცენტი ამბობს, რომ იარაღს აიღებდა ხელში.სტატიის ავტორი სვამს კითხვას: „ვინ აიღებს იარაღს ხელში ბალტიის ქვეყნების დასაცავად, თუ ისინი საკუთარი მეზობლების დაცვასაც არ აპირებენ?“.

ბოლო სიახლეები