გერის მკვლელობაში ბრალდებულს კახი კახიშვილის უწყებამ 6-ჯერ უთხრა უარი ვადამდე გათავისუფლებაზე

Read Time:57 Second

25 წლის გერის კვლელობაში ბრალდებულ ვეფხვია ბაქრაძეს სასაჯელაღსრულების სამინისტრომ 6-ჯერ უთხრა უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე,

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსიალექსანდრე დარახველიძე  “პოსტ კრიპტუმთან” აცხადებს, რომ: პროცედურულად, როდესაც განსაზღვრულ დანაშაულზე განსაზღვრულ ვადას მოიხდის, დაწესებულებუის ადმინისტრაციას აქვს ვალებულება რომ ადგილობრივ საბჭოს მიმართოს, რათა განიხილოს ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს შეეძლო გაეთავისუფლებინა მსჯავრდებული, მას 6-ივეჯერ უარი უთხრა გათავისუფლებაზე.

უდოს კომისიისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი წარსულში დანაშაულის ფაქტები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევები და პიროვნული მახასიათებლები. ვაფასებ იმ ფაქტსაც თუ რამდენად არსებობს რისკი მის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. 

კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას საბჭომ მიიჩნია, რომ დანაშაულის ხასითი და ასევე მომავალში დანაშაულის ჩადების რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ის ციხეში.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაწესებულება არც დადებით და არც უარყოფით რეკომენდაციას არ გასცემს, ის კონკრეტული ფაქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოზურგეთში ავტოავარიისას დაშავებული 5 წლამდე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
Next post დიმიტრი ქუმსიშვილი – ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ კიდევ უფრო იზრდება