ოზურგეთში ავტოავარიისას დაშავებული 5 წლამდე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Read Time:41 Second

ოზურგეთში ავტოავარიისას 13 წლამდე მოზარდი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 5 წლამდე ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც 1tv წერს, დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზეა, მას თავის არეში აქვს ჭრილობა მიღებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის რეანომობილით ბათუმში უნდა გადაიყვანონ.

კიდევ ორი დაშავებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ასევე შეიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი და ექვსი წლის ბავშვები, რომელთაც, ექიმების განცხადებით, ამბულატორიული დახმარება გაუწიეს. მათ სხეულის დაჟეჟილობა და უმნიშვნელო სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდათ. ორივე ბავშვმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი სოფელ ბაილეთში ჯერ 50 წლამდე ქალს დაეჯახა რომელიც ბავშვს ეტლით ასეირნებდა, შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დამოირჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ეტლში მყოფი ბავშვი არ დაშავებულა. ადგილზე დაიღუპა ავტომობილში მჯდომი 13 წლის გოგო. საშუალო ასაკის ქალი და სამი ბავშვი კი დაშავდნენ. მანქანაში კიდევ ორი კაცი იჯდა, რომლებმაც სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მანდატურების ფუნქციების გაუმჯობესებაზე 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება
Next post გერის მკვლელობაში ბრალდებულს კახი კახიშვილის უწყებამ 6-ჯერ უთხრა უარი ვადამდე გათავისუფლებაზე