გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო

Read Time:47 Second

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.

+125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი დაუპირისპირდა 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონს, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.

პეტრიაშვილისა და სტივენსონის ფინალი მეტად დაძაბული გამოდგა. ამერიკელი თავიდან 4:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში გენომ რამდენიმე ეფექტური გდება გააკეთა და წინ გაიჭრა – 8:5. ეს თითქოს გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ამერიკელი არ დანებდა და ბოლო წამს აღებული 2 ქულით 9:8 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ჩელენჯი მოითხოვა, თუმცა გამეორებაზეც გამოჩნდა, რომ სტივენსონმა გამარჯვების ორი ქულის აღება მანამ მოასწრო, ვიდრე დრო ამოიწურებოდა. შედეგად ჩელენჯის 1 ქულაც ამერიკელს დაეწერა და საფინალო ანგარიშად 10:8 დაფიქსირდა.

გენო პეტრიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია. თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები ნამდვილად არ აკლია – სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

 

1/8 ფინალი

პეტრიაშვილი VS აბდელმოტალები (ეგვიპტე) 11:0

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი – მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ
Next post პრემიერი გენო პეტრიაშვილს: გული არ გაიტეხო! ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე