ლევან იოსელიანი – მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ

Read Time:30 Second

მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგეს, რაც საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ, მანამდე ვერანაირი ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ოკუპანტებთან ურთიერთობები ნორმალურ ქვეყნებს არ აქვთ.

„როგორც კი საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შემცირდება, ჩვენი სტრატეგიული ქვეყნების ინტერესები შემცირდება. იმედია, ასეთი რამე არ ხდება, რადგან ავტომატურად რუსეთის გავლენა გაძლიერდება. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება გავაღრმავოთ თანამშრომლობა ამერიკასთან და ევროკავშირთან, რათა შევამციროთ რუსეთის გავლენა და შევძლოთ, დეოკუპაციის პოლიტიკის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც მეგობრების გარეშე არ შეგვიძლია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი მოცემულობა არ არსებობს
Next post გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო