გენო პეტრიაშვილმა და ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

Read Time:19 Second

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.

მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა ყაზახი ოლეგ ბოლტინი 11:4 დაამარცხა და კარიერაში მსოფლიო პირველობებზე მეშვიდე მედალი მოიპოვა.

პეტრიაშვილი ასევე არის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი,ხოლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

რამდენიმე საათის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი 70კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილიც გახდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არქიმანდრიტი ეფრემი ილია მეორეს: თქვენი პატრიარქობა არის მშვიდობისა და წონასწორობის ფაქტორი ეკლესიაში და ალბათ, ერთადერთი საჭეთმპყრობელი ბრძანდებით, რომელსაც მთელი ერი ასე პატივს სცემს
Next post ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს დააბრუნებს